სასწავლო პროექტი




Image result for books and computer
1.    პროექტის სახელწოდება:
                       კომპიუტერი და მოგზაური წიგნი
2.    პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
შევაყვაროთ მოსწავლეებს კითხვა. ვასწავლოთ მოსწავლეებს კომპიუტერის სწორი გამოყენება.

3. პროექტის აქტუალობა:
კომპიუტერის და წიგნის  როლი 21 საუკუნეში და მათ ურთიერქმედება
საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის და სკოლის მოსწავლეებსათვის  საინტერესო და აქტუალურ თემას წარმოადგენს.
თანამედროვე პირობებში რომელს უნდა მივანიჭოთ  უპირატესობა?
 შესაძლებელია თუ არა მათი ერთობლიობა?
4. პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია შევაყვაროთ მოსწავლეებს კითხვა და ვასწავლოთ მათ კომპიუტერის მიზანმიმართული გამოყენება.
წიგნის კითხვის დროს ადამიანი გადადის იმ ეპოქაში, რომელიც აღწერილია წიგნში და ხდება იმ მოვლენის თანამონაწილე. თუმცა კომპიუტერიც მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან მისი დახმარებით შეგვიძლია  ინფორმაციის მოძიება და დახარისხება.
 ჩვენ შეგვიძლია კომპიუტერი
5. მონაწილეთა ასაკი:
13-15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:
 3 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტზე მუაობის პერიოდში მოსწავლეები წაკითხული წიგნის  საფუძველზე შექმნიან ხმოვან წიგნს, ასევე წაკითხული წიგნის საკვანძო ადგილების მიხედვით შექმნიან პროგრამა power point-ში ილუსტრირებულ წიგნს.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნი (ამ შემთხვევაში მაინ რიდის ,,უთავო მხედარი“)
კომპიუტერი,
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროექტის დასაწყისში მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს 3 ჯგუფად.
თითოეულ ჯგუფს ისცა  კარგად ჩამოყალიბებული დავალება.
I ჯგუფი -- უნდა ჩაეტარებინა გამოკითხვა სკოლის მოსწავლეებს შორის ( რამდენად ხშირად კითხულობენ წიგნებს?, რამდენად ხშირად დადიან ბიბლიოთაკაში?)
IIჯგუფი --   მასწავლებელთან ერთად უნდა შეერჩია წიგნი, რომელიც იმოგზაურებდა მოსწავლეებში. გააკეთებს პრეზენტაციას არჩეული წიგნის შესახებ.
III  ჯგუფი -- მოიძიებს ინფორმაციას მსოფლიოს უძველესი წიგნების შესახებ.უდიდესი და უძველესი ბიბლიოეკები შესახებ. გააკეებს ბუკლეტს.
      პროექტის მიმდინარეობის მანძილზე არჩეული წიგნი იმოგზაურებს მოსწავლეებში და პროექტის ბოლოს სამივე ჯგუფი ერთობლივად შეაჯამებს მონაცემებს.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ-ი და ლიტერატურა
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ხათუნა გვრიტიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   khatushka9@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://khatunagvritishviliist.blogspot.com/




Комментариев нет:

Отправить комментарий